test

testtesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttesttest

პირველი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის ცენტრში, ხუდადოვის ტყესთან

საქართველოში სამშენებლო-დეველოპერული სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. საქსტატის მონაცემებით, მშენებლობის სფეროს წილმა 2023 წელს 7,2% შეადგინა, მაშინ, როცა 2022 წლის ამავე პერიოდში აღნიშნული სექტორის წილი 6,9% იყო. სექტორის ზრდის პარალელურად იცვლება მომხმარებლების მოთხოვნები და ინტერესები. როგორც დეველოპერულ კომპანიებში განმარტავენ, ახალი ტენდენციები განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში გამოიკვეთა.

სამშენებლო კომპანია „დევარტ ჯგუფში“ განმარტავენ, რომ უძრავი ქონების შეძენისას მომხმარებლის პრიორიტეტებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მწვანე ნარგავებთან, სკვერებთან სიახლოვემ და აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობამ. კომპანიამაც განვითარება ბაზარზე არსებული ტენდენციების შესაბამისად განაგრძო.

„დევარტ გრინ გარდენსი“ პირველი პროექტია, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროს „ფილტვებად“ წოდებულ ხუდადოვის რეკრეაციულ ზონასთან მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არა მხოლოდ არსებული ნარგავების შენარჩუნება, არამედ ტერიტორიის კიდევ უფრო გამწვანება და მისი მოვლა. ამასთან, კომპლექსის არქიტექტურა არსებულ ლანდშაფტზე სრულად არის მორგებული.

ის ხორციელდება 12000 მ2 ტერიტორიაზე და მოიცავს საცხოვრებელ კორპუსებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ზონებს, კომერციულ ფართებს, საბავშვო და რეკრეაციულ სივრცეებს. პროექტის ინვესტიცია 27 500 000 ლარია. პირველი ბლოკის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დასრულდება, საცხოვრებელი კომპლექსი სრულად კი 2025 წლის დეკემბერში ჩაბარდება.

უფრო დეტალურად, რით არის გამორჩეული „დევარტ გრინ გარდენსი“ და რა ტენდენციებია სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი გრიგოლ გრიგალაშვილი საუბრობს:

ბოლო წლებში თბილისის სწრაფი ურბანული განვითარებიდან გამომდინარე, მოთხოვნა გაიზარდა მწვანე ნარგავებისა და სკვერების სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ კორპუსებსა და კომპლექსებზე. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ტენდენციას, როგორ შეცვალა სამშენებლო და დეველოპერული ბაზარი აღნიშნულმა მოთხოვნამ? არის თუ არა თქვენი პროექტი ამის მაგალითი?

მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი პანდემიის პერიოდიდან გახდა. შესაბამისად, ბაზარზე გაჩნდა პროექტები, რომელთა უპირატესობებს შორის გამწვანება წამყვანი კომპონენტია. ამ კუთხით ჩვენი პროექტი უნიკალურია, რადგან იგი უშუალოდ ესაზღვრება ხუდადოვის ტყეს, რომელსაც თბილისის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს „ფილტვებსაც“ უწოდებენ თავისი ზომისა და ადგილმდებარეობის გამო.

გარდა მოსაზღვრე რეკრეაციული ზონისა, საცხოვრებელ კომპლექსს აქვს საკუთარი შიდა 8 000 კვ.მ ფართობის ეზო, სადაც მრავალწლიანი წიწვოვანი ხეებია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში არ მოჭრილა არცერთი ხე და დამატებით 100 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარის დარგვაც იგეგმება. ვფიქრობ, ტენდენციას, რომელიც ახლა არის უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებში, სრულად ვაკმაყოფილებთ.

 

Created By Intelleye